ENG

სატრანსპორტო პოლიტიკა და პირობები

შპს „ლავოზა“
მომსახურების წესები და პირობები

1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს „ლავოზასა“ (შემდგომში „კომპანია“) და მომხმარებელს შორის ურთიერთობის მარეგულირებელ წესებს საერთაშორისო საექსპედიციო და სატრანსპორტო მომსახურების ფარგლებში.
მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაცია, ასევე კომპანიის მომსახურებით ფაქტობრივი სარგებლობა, ითვლება ამ წესებსა და პირობებზე სრულ და უპირობო თანხმობად.
კომპანია უზრუნველყოფს მომსახურების გამჭვირვალობას და მომხმარებლის ინფორმირებულობას წინამდებარე პირობების შესაბამისად.


2. რეგისტრაცია და მომხმარებლის სტატუსი
რეგისტრაციისას მომხმარებელი იღებს უნიკალურ საიდენტიფიკაციო კოდს (ოთახის ნომერი), რომელიც გამოიყენება ამანათების იდენტიფიკაციისთვის.
მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი, სრული და აქტუალური ინფორმაცია.
მომხმარებელი პასუხისმგებელია თავისი ანგარიშის უსაფრთხოებაზე და მესამე პირისთვის წვდომის დაუშვებლობაზე.
კომპანია არ აგებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ არასწორად მითითებული მონაცემების შედეგად წარმოშობილ პრობლემებზე.


3. მომსახურების საგანი
კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის ამანათების ტრანსპორტირების ორგანიზებას ჩინეთიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან საქართველოში.
კომპანია მოქმედებს როგორც ექსპედიტორი და მომსახურებას ახორციელებს პარტნიორი ლოგისტიკური კომპანიების მეშვეობით.
ტრანსპორტირების ვადები დამოკიდებულია ლოგისტიკურ პირობებზე, საბაჟო პროცედურებსა და მესამე მხარის მომსახურებაზე.


4. ტარიფები და ღირებულება
ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრება რეალური ან მოცულობითი წონის მიხედვით (რომელიც მეტია).

საჰაერო ტრანსპორტი:
სიგრძე (სმ) × სიგანე (სმ) × სიმაღლე (სმ) / 6000

სახმელეთო ტრანსპორტი:
სიგრძე (სმ) × სიგანე (სმ) × სიმაღლე (სმ) × 250

სახმელეთო ტრანსპორტისთვის ზომები უნდა გადაიყვანოთ მეტრებში (მ) და შემდეგ გამრავლდეს 250-ზე.

მაგალითი:
80 სმ × 50 სმ × 50 სმ → 0.8 × 0.5 × 0.5 × 250 = 50 კგ

1 მ³ ≈ 250 კგ

კომპანია უფლებამოსილია გადაამოწმოს ამანათის ზომები და წონა და საჭიროების შემთხვევაში დააკორექტიროს ღირებულება.
დეტალური ტარიფები განთავსებულია ვებ-გვერდზე: www.wejet.ge/prices
მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს ტარიფებს მომსახურებით სარგებლობამდე.


5. ამანათის დეკლარირება
მომხმარებელი ვალდებულია სწორად და სრულად დაადეკლარიროს ამანათის შინაარსი, ღირებულება და სხვა საჭირო ინფორმაცია.
არასწორი ან არასრული დეკლარაცია შეიძლება გამოიწვიოს:

  • ამანათის დაგვიანება; 
  • დამატებითი ხარჯების დაკისრება; 
  • საბაჟო შეზღუდვები ან კონფისკაცია. 


6. აკრძალული და შეზღუდული ნივთები
მომსახურების ფარგლებში აკრძალულია შემდეგი ნივთების ტრანსპორტირება:

  • იარაღი, საბრძოლო მასალა და მათი ნაწილები; 
  • ფეთქებადი, აალებადი და თვითაალებადი ნივთიერებები; 
  • ქიმიური, ტოქსიკური, კოროზიული ან რადიოაქტიური მასალები; 
  • სითხეები, აეროზოლები, სუნამოები, ზეთები და მსგავსი ნივთიერებები; 
  • ბატარეები, აკუმულატორები, power bank-ები (გარდა მოწყობილობაში ინტეგრირებულისა); 
  • ელექტრო სიგარეტები და მათთან დაკავშირებული მოწყობილობები; 
  • მედიკამენტები (შესაბამისი ნებართვის გარეშე); 
  • საკვები პროდუქტები და მალფუჭებადი პროდუქცია; 
  • მცენარეები, თესლები და ცოცხალი ორგანიზმები; 
  • დრონები და რადიოსიხშირული მოწყობილობები (შესაბამისი ნებართვის გარეშე); 
  • მაგნიტები და ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ნივთები; 
  • ბასრი საგნები და იარაღის მსგავსი ნივთები; 
  • ფული, ფასიანი ქაღალდები, ძვირფასი ლითონები და ქვები; 
  • ყალბი ან არალიცენზირებული ბრენდირებული პროდუქცია; 
  • ნებისმიერი სხვა ნივთი, რომლის ტრანსპორტირება აკრძალულია საქართველოს ან ტრანზიტი ქვეყნების კანონმდებლობით. 

მომხმარებელი ვალდებულია წინასწარ გადაამოწმოს ტვირთის შესაბამისობა.

თუ მომხმარებელი მაინც გააგზავნის აკრძალულ ნივთს:
 კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას ტრანსპორტირებაზე, შეაჩეროს ან დააბრუნოს ტვირთი, ასევე დააკისროს დამატებითი ხარჯები.


7. მომხმარებლის ვალდებულებები
მომხმარებელი ვალდებულია:
მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია;
უზრუნველყოს ამანათის სათანადო შეფუთვა;
გადაიხადოს მომსახურების საფასური;
დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა.


8. პასუხისმგებლობა
კომპანია პასუხისმგებელია ამანათის დაკარგვასა და დაზიანებაზე იმ შემთხვევაში, თუ ზიანი გამოწვეულია კომპანიის ან მისი პარტნიორის ბრალით.
კომპენსაცია განისაზღვრება დეკლარირებული ღირებულებით ან მაქსიმუმ 300 GEL-მდე.


9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
კომპანია არ აგებს პასუხისმგებლობას, თუ ზიანი გამოწვეულია არასათანადო შეფუთვით, მომხმარებლის შეცდომით, საბაჟო პროცესებით, მესამე მხარის მომსახურებით ან ფორს-მაჟორით.


10. მომხმარებლის უფლებები და პრეტენზიის წარდგენა
მომხმარებელს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია, წარადგინოს პრეტენზია და მოითხოვოს ანაზღაურება.
პრეტენზია შეიძლება წარდგენილი იყოს წერილობით ან ელექტრონულად.
კომპანია უზრუნველყოფს პრეტენზიის განხილვას არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.


11. ამანათის მიღება და შემოწმება
მომხმარებელი ვალდებულია ამანათი შეამოწმოს მიღებისას.
რეკომენდებულია შემოწმება კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით.


12. ამანათის შენახვა
ამანათი ინახება უფასოდ 14 დღის განმავლობაში.
შემდგომ პერიოდში კომპანია უფლებამოსილია დააკისროს შენახვის საფასური.
ხანგრძლივი გაუტანლობის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას.
გონივრული ვადის გასვლის შემდეგ კომპანია უფლებამოსილია მოახდინოს ამანათის რეალიზაცია დავალიანების დაფარვის მიზნით.
რეალიზაციის შედეგად დარჩენილი თანხა უბრუნდება მომხმარებელს.


13. საბაჟო პროცედურები
მომხმარებელი სრულად პასუხისმგებელია ამანათის დეკლარაციაზე, მისი შინაარსის სისწორეზე და შესაბამისი საბაჟო გადასახადების გადახდაზე.
კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის ინფორმირებას საბაჟო მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ, თუმცა არ აგებს პასუხისმგებლობას საბაჟო ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ტვირთის დაყოვნებაზე, დამატებით შემოწმებაზე ან კონფისკაციაზე.
საბაჟო ორგანოების მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დროულად წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია.
საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები ეკისრება მომხმარებელს.


14. საკურიერო მომსახურება
საკურიერო მომსახურება ხორციელდება კომპანიის ან მისი პარტნიორი საკურიერო კომპანიების მიერ.
მიწოდების ვადები დამოკიდებულია მისამართზე, რეგიონზე და ლოგისტიკურ პირობებზე.
მიწოდების პირობები, ტარიფები, ვადები და მომსახურების ზონები განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე და შეიძლება პერიოდულად განახლდეს.
მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი და სრული მისამართი.
არასწორი მისამართის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
თუ მომხმარებელი ვერ უზრუნველყოფს ამანათის მიღებას მითითებულ მისამართზე, კომპანია უფლებამოსილია დააბრუნოს ამანათი ფილიალში ან დააკისროს განმეორებითი მიწოდების საფასური.


15. მომსახურების შეწყვეტა
კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს ან დროებით შეაჩეროს მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე პირობებს, აწვდის არასწორ ინფორმაციას ან არსებობს სამართლებრივი ან უსაფრთხოების რისკი.
ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია, შესაძლებლობის ფარგლებში, წინასწარ ან დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების შეწყვეტის მიზეზი.
მომსახურების შეწყვეტა არ ზღუდავს მომხმარებლის კანონით მინიჭებულ უფლებებს.


16. ფორს-მაჟორი
კომპანია არ აგებს პასუხისმგებლობას ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან არაჯეროვან შესრულებაზე, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის გარემოებებით, როგორიცაა: სტიქიური მოვლენები, ომი, საგანგებო მდგომარეობა, პანდემია, სახელმწიფო რეგულაციები, ტრანსპორტის შეფერხება ან სხვა მსგავსი გარემოებები.
ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული შეფერხებების შესახებ.


17. პერსონალური მონაცემების დამუშავება
კომპანია სერიოზულად ეკიდება მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას და ამუშავებს მათ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

17.1 დამუშავების პრინციპები
მონაცემები მუშავდება კანონიერად, გამჭვირვალედ და მხოლოდ აუცილებელი მიზნებისთვის.

17.2 მონაცემების ტიპები
შეიძლება დამუშავდეს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონი, ელფოსტა, მისამართი და ამანათის ინფორმაცია, საბანკო ბარათის რეკვიზიტები.

17.3 დამუშავების მიზნები
მონაცემები გამოიყენება ტრანსპორტირებისთვის, კომუნიკაციისთვის და საბაჟო პროცედურებისთვის.

17.4 სამართლებრივი საფუძვლები
მონაცემები მუშავდება მომხმარებლის თანხმობის, მომსახურების შესრულებისა და კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების საფუძველზე.

17.5 მონაცემების გადაცემა
მონაცემები შეიძლება გადაეცეს პარტნიორებსა და სახელმწიფო ორგანოებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

17.6 შენახვის ვადა
მონაცემები ინახება აუცილებელი ვადით და შემდეგ იშლება.

17.7 მომხმარებლის უფლებები
მომხმარებელს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია, მოითხოვოს წაშლა, გასწორება და დამუშავების შეზღუდვა.

17.8 ვადები
პასუხი — 10 დღე, წაშლა/გასწორება — 15 დღე, დამუშავების შეწყვეტა — 5 დღე.

17.9 მარკეტინგი
მარკეტინგი ხორციელდება მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით.
მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს უარი თქვას.

17.10 უსაფრთხოება
კომპანია უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას ტექნიკური და ორგანიზაციული ზომებით.

17.11 საკონტაქტო არხები
მომხმარებელს შეუძლია პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნები გააგზავნოს კომპანიის საკონტაქტო არხებზე.


18. ხელშეკრულების ცვლილება
კომპანია უფლებამოსილია განაახლოს წინამდებარე პირობები და შეცვალოს მომსახურების წესები.
ცვლილებები ძალაში შედის მათი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე ან მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების შემდეგ.
მომხმარებლის მიერ მომსახურების გაგრძელება ითვლება განახლებულ პირობებზე თანხმობად.


19. დავების გადაწყვეტა
მხარეებს შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა პირველ ეტაპზე წყდება მოლაპარაკების გზით.
შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს გზით.
მომხმარებელს ასევე აქვს უფლება მიმართოს შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს.