ENG

ბიზნეს თრეველი

ვიჯეთ ბიზნეს თრეველი

ვიჯეთი გთავაზობთ ახალ სერვისს – „ვიჯეთ ბიზნეს თრეველი“, რომელიც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აძლევს ახალ შესაძლებლობებს უშუალოდ გაეცნონ ჩინურ ბიზნეს სამყაროს და დაამყარონ პირდაპირი კავშირი მათთან. სერვისი განკუთვნილია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ასევე მსხვილი კომპანიებისა და სტარტაპებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ახალი პარტნიორობების დამყარებით და საერთაშორისო კავშირების გაფართოებით.

რას მოიცავს სერვისი

  • პროფესიონალი გიდი ქართულ და ჩინურ ენაზე - უზრუნველყოფს კომფორტულ კომუნიკაციასა და ეფექტურ თანამშრომლობას ადგილობრივ ბაზარზე.
  • ქარხნებისა და საწარმოების მონახულება – მონაწილეებს ექნებათ საშუალება პირადად გაეცნონ საწარმოო პროცესებს.
  • გამოფენების დათვალიერება – შესაძლებლობა ნახონ უახლესი ტენდენციები და ინოვაციები სხვადასხვა ინდუსტრიაში.
  • შეხვედრები ადგილობრივი კომპანიების მენეჯმენტთან -  პირდაპირი დიალოგი, თანამშრომლობის შესაძლებლობები და ბიზნესის გაფართოების პერსპექტივა.
  • ბაზრის ანალიზისა და შესაძლებლობების გაცნობა - პრაქტიკული ხედვები და ინფორმაცია ჩინეთის ბიზნეს გარემოს შესახებ.

მიზნობრივი აუდიტორია

  • მეწარმეები და სტარტაპერები – ახალი იდეებისა და ინსპირაციის მისაღებად.
  • მცირე და საშუალო ბიზნესები – იმპორტის, ექსპორტის ან პარტნიორობის გაფართოებისთვის.
  • მსხვილი კომპანიები – საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შესაფასებლად.

რატომ „ვიჯეთ ბიზნეს თრეველი“?

ვიჯეთი თავის მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს არა მხოლოდ ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკას, არამედ ბიზნესის განვითარების ახალ მიმართულებებსაც. „ვიჯეთ ბიზნეს თრეველი“ შექმნილია იმისთვის, რომ ქართველ მეწარმეებს მისცეს შესაძლებლობა უშუალოდ გაეცნონ ჩინეთის ბაზარს, დაამყარონ ახალი ურთიერთობები და რეალური პრაქტიკული სარგებელი მიიღონ.


შემდეგი ნაბიჯი

სერვისის დეტალური პირობებისა და ტურის პროგრამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით. 

„ვიჯეთ ბიზნეს თრეველი“ – თქვენი ბიზნესის კარი ჩინეთისკენ.